„არჩევნების მეორე ტურში ახალი სტრატეგიაა. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კამპანიაში პოლიტიკური გუნდის ლიდერებიც მონაწილეობენ. ასევე არის ქალბატონი სალომეს ახალი ბილბორდებიც" - ასე გვიპასუხეს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურში კითხვაზე, თუ რამ განაპირობა დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ბილბორდებზე მმართველი პარტიის ლიდერების გამოჩენა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ფოტოები გამოჩნდა.
ეს ფაქტი შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. მამუკა ბახტაძის თქმით, "ამაში განსაკუთრებული არაფერია."