"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, გურჯაანის საარჩევნო ოლქში 26-ე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი (მერის ძმა) საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზულ კანდიდატს უმოწმებენ.
"აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს. აღნიშნული პირები ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ლიბერალი“ გურჯაანის მერს დაუკავშირდა. მან უარყო ISFED-ის გავრცელებული ინფორმაცია. ასევე ვესაუბრეთ ზურაბ ხანდამაშვილს, მისი თქმით, ის 26-ე უბნაზე არ ყოფილა და ორგანიზაციის გავრცელებული ინფორმაცია „მტკნარი სიცრუეა.“
11 საათისთვის ISFED-ის მიერ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ საუბრობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, სულხან სალაძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველმა დავალება მიიღო, რომ ხმის მიცემის დღეს კაბინიდან გახსნილი ბიულეტენით გამოვიდეს.
ჩვენი ინფორმაციით, ამომრჩეველს ყუთამდე ღია ბიულეტენით მისვლა დაავალეს - სალაძე