თინა ბოკუჩავა და დავით ჯანდიერი ცესკო-ში თამარ ჟვანიას ხვდებიან.
როგორც თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მიზნით, ხდება ფარულობის ხელყოფა. ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ამისი მიზეზი არის ის რომ ცესკო საარჩევნო კოდექსის 31-ე მულის მე-7 ნაწილს არასწორად განმარტავს.
„თამარ ჟვანია უნდა შეგვხვდეს იმისთვის რომ სწორად განიმარტოს საარჩევნო კოდექსი და ამომრჩევლებს ასევე მიეცეთ სწორი ინსტრუქცია, კიდევ რამდენიმე საათი არის დარჩენილი საარჩევნო პროცესის დასრულებამდე და მისი მხრიდან ეს განცხადება ახლაც კი იქნებოდა მისი ნების გამოხატვა და დაადასტურებდა რომ ის რეალურად ხელს არ აფარებს იმას რაც ხდება.
ხდება ის რომ რეალურად ადამიანები შედიან ამომრჩევლის კაბინაში და ნაცვლად იმისა რომ დააფიქსირონ თავიანთი აზრი და შემდგომ გამოვიდნენ და ფარულად ჩააგდონ აღნიშნული ბიულეტენი ყუთში ისინი იძულებული არიან რომ გახსნან ეს ბიულეტენი და აჩვენონ ქართული ოცნების წარმომადგენელს, ამაზე არ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენ, არ არის მხოლოდ ეს გაერთიანებული ოპოზიცია, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ იმაზეც, რომ ამომრჩველის ნებაზე ზემოქედების მიზნით ფარულობის ხელყოფას ჰქონდა ადგილი არაერთ უბანზე, რომ ამ დარღვევებს აქვს მასიური ხასიათი“,- განაცხადა ბოკუჩავამ.