Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რესპუბლიკელები“ გაერთიანებულ ოპოზიციას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა აქციას არ უერთდებიან

02 დეკემბერი, 2018 12:30

“რესპუბლიკური პარტია” გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, გუშინ, 1 დეკემბერს ოპოზიციის შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივებისა და მოთხოვნებისადმი სოლიდარული რჩება, თუმცა აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

„ჩვენ ამ მოთხოვნებში ვართ მათთან სოლიდარული, ვეთანხმებით, ძირითადი თემა არის საარჩევნო გარემო, საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო სისტემა, რაც ძირეულად შესაცვლელია, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივებში და მხარს დავუჭერთ მომავალშიც. გაერთიანებული ოპოზიცია ხვდება თავის მხარდამჭერებს და რა თქმა უნდა, ჩვენც სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანებს, გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ შორის, მოთხოვნებს, რომელიც აქ გაჟღერდება. ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი თავად აქციაზე,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, 29 ნოემბერს ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებთან გამოსვლისას 2 დეკემბერს ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ: „მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პროპორციული ან რეგიონულ-პროპორციული სისტემით", - აცხადებს ვაშაძე. 

„ევროპული საქართველო“ გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ შეუერთდება

გიგი უგულავა კვირას გაერთიანებული ოპოზიციის აქციას უერთდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^