Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით პარლამენტში მინისტრს იბარებს

03 დეკემბერი, 2018 15:26

„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით პარლამენტში მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს იბარებს რათა „ევროპული საქართველოს" ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე მათ კითხვებს პასუხი გასცეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი უმძიმეს, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. მისივე თქმით, „ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად „ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, ია კერზაიაზე ზეწოლა განახორციელეს განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლებმა, ნოდარ წამალაშვილმა და ელისო ჯაფარიძემ“.

„მათ აბსოლუტურად უკანონოდ და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით აწარმოეს საპროკურორო სტილის დაკითხვები პირველ და მეორე ტურებს შორის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის თანამშრომლებზე და ამ სკოლის დირექტორზე. ეს ქმედებები საჭიროებს დამატებით შესწავლასა და რეაგირებას პროკურატურის მხრიდან, ვინაიდან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული ამ ორი ადამიანის მიერ. ქალბატონი ია უმძიმეს, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება რეანიმაციაში“, - განაცხადა კახიძემ. 

კახიძის განმარტებით, კითხვები არსებობს როგორც ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ისე სხვა საქმეებტან დაკავშირებით, სადაც „ქართული ოცნება“  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობდა არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მიღებას სკოლის დირექტორებისგან და პედაგოგებისგან“.

სამინისტროს განმარტება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს.

სამინისტროს ცნობით, სამეურვეო საბჭოს სკოლის დირექტორი, ია კერზაია თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.

რა მოხდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში - ოპოზიცია დირექტორის შევიწროებაზე საუბრობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^