Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: მოშიმშილე მსჯავრდებულმა 2017 წელს საპროცესო შეთანხმების პირობაზე უარი განაცხადა

22 დეკემბერი, 2018 16:47

ირაკლი ჩხეიძემ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობაზე [3-წლიან რეალურ სასჯელზე და 3 წლით პირობით მსჯავრზე] უარი განაცხადა, - ამის შესახებ „ლიბერალს" პროკურატურაში განუცხადეს. 

უწყების განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურატურამ ირაკლი ჩხეიძეს შესთავაზა საქმეების გაერთიანება [ქურდობისა და ნარკოდანაშაულის მუხლებზე] და საპროცესო შეთანხმების გაფორმება 3 წლიან რეალურ სასჯელზე და 3 წლით პირობით მსჯავრზე, თუმცა მან ამ პირობაზე უარი განაცხადა. გთავაზობთ პროკურატურის განცხადებას:

„ირაკლი ჩხეიძის მიმართ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სისხლის სამართლის ორი სხვადასხვა საქმის განხილვა მიმდინარეობს.
კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხეიძის მიმართ არსებითად განიხილება სისხლის სამართლის საქმე, ავტომანქანის სარკეების ქურდობის მცდელობის ფაქტზე, (საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით). 

ირაკლი ჩხეიძე 2015 წელს ბრალდებულად დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით კი შეფარდებული აქვს საპატიმრო გირაო 5000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოში კი მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ირაკლი ჩხეიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, ამ საქმეზე ჩხეიძე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურატურამ ირაკლი ჩხეიძეს შესთავაზა საქმეების გაერთიანება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება 3-წლიან რეალურ სასჯელზე და 3 წლით პირობით მსჯავრზე, თუმცა მან ამ პირობაზე უარი განაცხადა", - ნათქვამია განცხადებაში.

------

მსჯავრდებული ირაკლი ჩხეიძე, რომელსაც „შპრიცში აღმოჩენილი" ნარკოტიკის კვალისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 28-ე დღეა, შიმშილობს. მას მსჯავრი 0,000305 გრამ MDMA და 0,000106 გრამ მეტამფეტამინის ფლობისთვის მიესაჯა.

როგორც „ლიბერალს" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, უწყება ირაკლი ჩხეიძეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა. უწყების განცხადებით, მსჯავრდებული მე-18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაშია გადაყვანილი, რადგან მან დადო პირობა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ მედპერსონალს სამედიცინო დახმარების მიღებაზე დაეთანხმებოდა.

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული 28-ე დღეა, შიმშილობს - გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებაში

შპრიცში აღმოჩენილი ნარკოტიკის კვალისთვის მსჯავრდებული 8 დღეა შიმშილობს - ითხოვს საპროცესოს

ვიდეო ► 6 წელი შპრიცში აღმოჩენილი ნარკოტიკის კვალისთვის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^