ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში იმყოფება.
ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრისა და განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის სამი წარმომადგენლის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
„მოთხოვნა არის დამნაშავე პირების დასჯა, ამ ეტაპზე გამოკვეთილი გვყავს ოთხი პირი განათლების სამინისტროდან. ესენი არიან ინსპექტირების თამანშრომლები წამალაშვილი და ჯაფარიძე და მათი უფროსი გაბიჩვაძე, ასევე მინისტრი, რომელთა ხელმოწერილი დოკუმენტებიც დევს საქმეში. თუმცა ვფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესში ეს წრე გაიზრდება. ვფიქრობთ, რომ ბევრად მეტი ადამიანი არის ჩართული ამ საქმეში, ვიდრე ეს დღეს მტკიცებულებებით ჩანს“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. ბაჩანა შენგელია სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლად აფასებს.
რის გამო მიიჩნია სამინისტრომ ია კერზაიას გათავისუფლება მიზანშეწონილად - ინსპექტირების დასკვნა
უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ზეწოლა - უმრავლესობის წევრები ია კერზაიას გარდაცვალებაზე
რა მოხდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში - ოპოზიცია დირექტორის შევიწროებაზე საუბრობს