პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან და თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრიდან ერთი წელი გავიდა. მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრები, შვილმოკლული მამები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის წინ აქციას მართავენ.
როგორც აქციამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ის ყველას დასჯას ითხოვს, ვისაც კი ამ საქმესთან კავშირი აქვს. ამასთან, ოჯახი და იურისტები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რათა საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი ობიექტურად იქნას გამოძიებული.
მაჩალიკაშვილების ოჯახი და ადვოკატები საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვენ
მაჩალიკაშვილების იურისტი თამთა მიქელაძე პროკურატურისგან ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასაც ითხოვს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, ოჯახს საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.
ლომჯარია: მოვუწოდებ პროკურატურას, მაჩალიკაშვილის ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების თაობაზე