Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა

06 იანვარი, 2019 16:52

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის მიტროპოლიტ ეპიფანეს გადასცა. 

ბართლომემ დოკუმენტებს ხელი გუშინ სტამბოლში გამართულ ცერემონიალზე მოაწერა. 

რუსული 330-წლიანი რელიგიური კონტროლის შემდეგ, ისტორიული დოკუმენტით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას დამოუკიდებლობა, ავტოკეფალია მიენიჭა. 

„უკრაინას ახლა შეუძლია ისარგებლოს ემანსიპაციით, დამოუკიდებლობით, თვითმმართველობით, გარე დამოკიდებულებისა და ინტერვენციისგან თავისუფლების გზით" - თქვა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა 5 იანვარს გამართულ ხელისმოწერის ცერემონიალზე. ორდღიან ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტრი პეტრო პოროშენკო ესწრებოდა. 

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა

15 დეკემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერები ახალი ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაზე შეთანხმდნენ და მის ხელმძღვანელად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, ეროვნული უსაფრთხოება რუსეთისგან „სულიერ დამოუკიდებლობაზეა“ დამოკიდებული.

რას ნიშნავს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად ეპიფანეს არჩევა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^