Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვენესუელაში სიტუაცია შეიძლება უმართავი გახდეს - გაერო

26 იანვარი, 2019 12:54

„ამერიკის ხმის" მასალა;

ვენესუელაში ვითარება მწვავდება. ქვეყანაში შემდგომი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სასწრაფოდ მოლაპარაკების დაწყებას ითხოვს.

მიშელ ბაჩელეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია ძალიან სწრაფად შეიძლება უმართავი გახდეს და „კატასტროფული შედეგები" მოიტანოს. ის ასევე ითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას, რომელიც ამ კვირის განმავლობაში მომხდარ ინციდენტს გამოიკვლევს. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი მოკლეს და 350 დემონსტრანტი დააკავეს.

ნიკოლას მადურო, რომლის ლიდერობა უკვე სადავოა, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს. მადუროს ინაუგურაცია 10 იანვარს გაიმართა და მას როგორც ჩანს, ვენესუელის არმიაც მხარს უჭერს.

პარალელურად კი 23 იანვარს, ახალგაზრდა ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ, თავი გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად გამოაცხადა. ის მაშინვე ცნო შეერთებულმა შტატებმა და 16-ზე მეტმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ.

პასუხად, მადურომ ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება 72 საათის განმავლობაში მოსთხოვა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მადურო აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი და მსგავსი განკარგულების გაცემა არ შეუძლია. ხუთშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ თუ ვენესუელაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა არ მოხდა, "ნებისმიერი გამოსავალი განიხილება".

თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტმა არასაგანგებო დანიშნულების პერსონალს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა. ამის მიუხედავად, კარაკასში მდებარე ამერიკის საელჩო არ იხურება და მუშაობას აგრძელებს.

რუსეთი, ირანი, სირია, მექსიკა, ბოლივია, კუბა და ჩინეთი მხარს მადუროს უჭერენ. პეკინი და მოსკოვი შეერთებულ შტატებს ურჩევენ, კრიზისისგან თავი შორს დაიჭიროს და კარაკასში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერიოს.

ორი პრეზიდენტის ქვეყანა - რა ხდება ვენესუელაში

საქართველომ ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ცნო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^