Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უგულავა სავარაუდოდ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება

28 იანვარი, 2019 18:25

„საკუთარი გუნდის წევრი ქალების ურჩობისთვის დასჯის ასეთი სასტიკი და არაადამიანური მეთოდი სიგნალია სხვებისთვისაც, რომ ჭკვიანად იყვნენ. ამჯერად, ასეთი ფორმით ქ-ნ ბესელიას იძულება ხდება, რომ დატოვოს ოცნება", - „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას facebook გვერდზე ეხმაურება. 

„ამის შემდეგ ივანიშვილს იმედი აქვს, რომ სასურველ მოსამართლეებს გაიყვანს. აქ ის ძალიან ცდება. ეს მონა მონსტრები უზენაესის უვადო მოსამართლეები ვერ გახდებიან არა იმიტომ, რომ ბესელია-გედევანს არ უნდათ, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოების უკლებლივ ყველა ჯგუფია წინააღმდეგი, მათ შორის ოცნების უპირობო მომხრეებიც კი.

ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის გარეშე, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ივანიშვილისა და ამ ხელისუფლების კისერზე იქნება!“, - წერს გიგი უგულავა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის, თქმით, გუშინ, ღამით, დაიწყეს  ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. 

„ლიბერალი“ დაუკავშირდა შსს-ს. როგორც სამინისტროში განაცხადეს, საჯარო განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით დადგენილ ფარგლებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას. 

შსს: პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებაზე რეაგირებას მოვახდენთ

უმოკლეს ვადაში დაადგინეთ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან - ბესელია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^