საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილისა და ეკა ბესელიას ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და უმრავლესობა მას მხარს ვერ დაუჭერს, ხოლო ამასთან დაკავშირებით მისთვის ნიშანდობლივია კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის.
„დღეს საოცარი რაღაცები მოვისმინეთ, რომ ჯერ აპარტი უნდა იყოს და შემდეგ იურიდიული კომიტეტი, ეს საოცარი იყო. პირველ რიგში არის იურიდიული კომიტეტი და კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის არის ძალიან ნიშანდობლივი. ეს შემიძლია აღვნიშნო. კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში განაცხადა, სადაც განიხილავენ ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.
გოგიჩაიშვილი კობახიძეზე: არაადეკვატურია ეს ადამიანი, დაკარგული აქვს ყველაფერი
„გოგლიმოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები“ - ეკა ბესელია კობახიძეს პასუხობს