Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს არის ცინიზმი და უტიფრობა ირაკლი კობახიძის მხრიდან - გედევან ფოფხაძე

21 თებერვალი, 2019 17:15

დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ პარტიიდან წასვლის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, დასაბუთებულ განმარტებას გააკეთებს. 

გედევან ფოფხაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადება შეაფასა და თქვა, რომ კობახიძის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ცინიზმია და უტიფრობა. 

„ჩვენ მართლა ვხედავთ, რომ ჩვენი დისტანცირება უმრავლესობის შიგნით ხდება ღირებულებების დონეზე.  ეს არის რეალობა. ის, რომ დღეს ირაკლი კობახიძე ლევან გოგიჩაიშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სინქრონსა და  ჰარმონიაზე ელაპარაკება, არის ცინიზმი და, მე ვიტყოდი, უტიფრობა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან.  ასეთი რაღაცების საუბრის მორალური უფლება მას კოლეგასთან არ აქვს. 

როცა ლევან გოგიჩაიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მოსამართლეების მხრიდან სისტემური დანაშაულის მხსვერპლი იყო და ციხეში იჯდა, კობახიძე ამ ბრტყელ -ბრტყელ საუბარს სწავლობდა, როგორც ჩანს. ელემნტარული ეს მიმაჩნია მისი მხრიდან უხერხულად  როცა ლევან გოგიჩაიშვილს ასეთ კონტექსტში იხსენიებს, "- ამბობს გედევან ფოფხაძე. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილისა და ეკა ბესელიას ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და უმრავლესობა მას მხარს ვერ დაუჭერს, ხოლო ამასთან დაკავშირებით მისთვის ნიშანდობლივია კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის.

კობახიძე: კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და „ნაცმოძრაობას" შორის არის ძალიან ნიშანდობლივი

გოგიჩაიშვილი კობახიძეზე: არაადეკვატურია ეს ადამიანი, დაკარგული აქვს ყველაფერი​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^