თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობას იწყებს. მისი თქმით, ის არ აპირებს ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ დანებებას და იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დანაშაულის პრევენციის ცენტრს ოთხშაბათამდე აძლევს ვადას. თამაზ ახობაძე მოითხოვს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკაშირებით კოკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.
თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროსთან სასამართლო დავა სასამართლოს სამივე ინსტანციაში მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს ის სამსახურშ უნდა აღედგინა და განაცდური აენაზღაურებინა.
მიუხედავად ამისა, თამაზ ახობაძის თქმით, ამ ეტაპზე ეს საქმე არის თაროზე შემოდებული :"სსიპ-ი არც აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და არც ოფიციალურად, წერილობით უარს ამბობს აღსრულებაზე, რომ მე კიდევ სადმე განვაგრძო დავა".
თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო
„არგუმენტად მოაქვთ, რომ არაერთხელ შემომთავაზეს მორიგება, რაც სიმართლეა. თუმცა, მორიგების დროს, მაშინ როცა მე ვარ გამარჯვებული, მთავაზოვბენ მხოლოდ მათთვის მისაღებ პირობას - ავიღო განაცდურის თანხა და უარი ვთქვა აღდგენაზე. მორიგებაზე წასვლა ამ შემთხვევაში, მაშინ როცა ორჯერ მაქვს მოგებული აღდგენაც და განაცდურიც, არის ჩემი კეთილინება და არა ვალდებულება. მე მაქვს მორიგებისთვის ჩემი შეთავაზებები: თუ ვერ აღმადგენენ იმ კონკრეტულ პოზიციაზე: ა) მომცენ განაცდური და აღმადგინონ სხვა პოზიციაზე; ან ბ) მომცენ განაცდური და გადამიხადონ ვერ აღდგენის კომპენსაცია; ან გ) მომცენ განაცდური და მომიხადონ ბოდიში ჩემი უფლებების დარღვევის გამო.
აქვე, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩემი სამსახურიდან გაშვება უკანონო რომ იყო, ამას ვეღარ აპროტესტებს იუსტიციის სამინისტრო. ეს ფაქტი არის უდავო. უბრალოდ, ისინი ცდილობენ კანონში არსებული ხარვეზები გამოიყენონ იმისთვის, რომ არ აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება. ხუთ წელიწადში - ერთი რეორგანიზაციით გამათავისუფლეს (უკანონოდ), მეორე რეორგანიზაციით ჩემი პოზიციაა გააერთიანეს სხვა პოზიციასთან, რომ დავა გართულებულიყო, ახლა მესამე რეორგანიზაციით აუქმებენ ჩემს პოზიციას, რომ აღდგენის მოთხოვნა შეუძლებელი გახდეს. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს კი ჩემს პოზიციაზე პირადი განცხადების საფუძველზე დააწინაურეს ადამიანი - განცხადება დაწერა, რომ აი, კონკრეტულად ამ პოზიციაზე დამნიშნეთო და დანიშნეს.
მე არ ვაპირებ, ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ, ასე მარტივად დავნებდე. ოთხშაბათამდე ვაძლევ ვადას იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, რათა დავინახო მათი კონკრეტული ქმედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ოთხშაბათს, 14:00 საათზე, მივდივარ იუსტიციის სამინისტროში და ვითხოვ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ სარჯველაძესთან, რომელიც არის დანაშაულის პრევენციის ცენტრის კურატორი. თუ არც რეაგირება იქნება და არც ბატონი მიხეილი არ შემხვდება, ვიწყებ შიმშილობას იუსტიციის სამინისტროს წინ. მოთხოვნა არის აპოლიტიკური და ვითხოვ ერთადერთ რამეს - აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება, "- წერს თამაზ ახობაძე.
თამაზ ახობაძე დეპუტატებს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციას, სახალხო დამცველს და მედიას მიმართავს დაინტერესდნენ ამ საქმით.
თამაზ ახობაძესა და ანა სუბელიანს წულუკიანისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ ექნებათ
იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74 250 ლარი დაუჯდა - ანა სუბელიანი