Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს - რომან გოცირიძე

26 თებერვალი, 2019 15:39

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ დღეს მომხდარის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან. დღეს მან, ფაქტობრივად, პარლამენტს აუკრძალა ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა. პარლამენტი იშლება, ფაქტობრივად, საპარლამენტო უმრავლესობის სახით და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი და ამ გარემოებათა ტყვე. მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. მას არ აქვს ნდობა საზოგადოების წინაშე და მისი მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას. დღეს მომხდარის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ეს იქნება კარგი გაკვეთილი ყველასათვის. რაც შეეხება პროკურატურას, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, შსს-ს, ეროვნულ ბანკს, პარლამენტს - ყველა ეს სტრუქტურა დღეს არ არსებობს და ემორჩილება ერთი ადამიანის ნებას. საქართველო იმართება არაფორმალური მმართველის წესების შესაბამისად. დღეს მომხდარი ფაქტი სცდება „თიბისი ბანკის“ და ზოგადად ფინანსური სფეროს საკითხს. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არის ჩამოშლილი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

თიბისიზე შეტევა ბიძინა ივანიშვილის ინტერესია - დავით ბაქრაძე

მოვედი სასაუბროდ და არ მომცეს საშუალება - ხაზარაძე კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^