„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ახალი სახეები მიიღო, რომლებმაც პარტია დაანგრიეს და შიგნიდან რყევა დაიწყო.
"ახალ სახეებს ცოტა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, თორემ 2016 წელს მივიღეთ ახალი სახეები, რომლებმაც დაანგრიეს "ქართული ოცნება" და შიგნიდან დაიწყეს რყევა. ამიტომ ახალ სახეებს ცოტა სიფრთხილით მოვეკიდოთ. სიახლე კარგია, მაგრამ ამ სიახლეს სჭირდება არა მხოლოდ ფასადის შეცვლა, არამედ შინაარსი. როგორც ჩანს, ვერ გაამართლა იმ ახალმა სახეებმა, რომლითაც მოხდა 2016 წლის პარლამენტის განახლება. ძალინ ბევრ მათგანს ვერ ნახავთ 2020 წლის საარჩევნო სიაში. ეს ჩემი პროგნოზი შეგიძლიათ 2020 წლისთვის გადაამოწმოთ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.