მამუკა ხაზარაძეს ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკში სპეციალურმა სამსახურმა მოახერხა იმ ადგილის იდენტიფიცირება, საიდანაც განხორციელდა „თი ბი სი“ ბანკზე კიბერშეტევა ივლისში. მისივე თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია უწყებას ადგილმდებარეობის შესახებ.
„მივაგენით მისამართს, ოთახს და მივეცით მასალები პროკურატურას. ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი, ვინც ზის ამ კომპიუტერებთან. თბილისში სხედან ცენტრალურ გამზირზე. ეს, სავარაუდოდ, ის ოფისებია, საიდანაც ბოტები იმართება.
რამდენჯერმე მივწერე უწყებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ შეკითხვით და მომწერეს, რომ ამოღებულია კომპიუტერი ექსპერტიზისთვის.“ - განაცხადა ხაზარაძემ.