დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მოუსმინეს. დასკვნით სიტყვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 8 მარტს არ იქნება საქართველოში და ქალებს წინასწარ მიულოცა ქალთა დღე.
„რადგან ამ საღამოს მივფრინავ ლიეტუვაში და არ ვიქნები ქვეყანაში 8 მარტს, მინდა, ქალბატონებს წინასწარ მოვულოცო ეს დღესასწაული, განსაკუთრებით - ამ დარბაზში მყოფ ქალებს და ვისურვო, რომ შემდეგი არჩევნებიდან იქნებით ორმაგად წარმოდგენილნი ამ დარბაზში," - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი: მოსამართლეებს პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ
ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას - სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი: გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა