ორთაჭალაში მდებარე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გუშინ, ორთაჭალაში მდებარე სამშენებლო ობიექტიდან სამი მუშა ჩამოვარდა, მათგან ორი დაიღუპა.
ორთაჭალაში კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მუშა დაიღუპა
თბილისში მშენებარე კორპუსიდან 3 მუშა გადმოვარდა, მათგან ერთი დაიღუპა
„პაციენტი ამ დროისთვის მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე და რაიმე ოპერაციულ ჩარევას ჯერ არ საჭიროებს. პაციენტი რჩება მართვის სუნთქვაზე",- ამბობს ექიმი თინათინ ხუჭუა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა. მათი ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი.
შრომის ინსპექციამ ობიექტზე, საიდანაც სამი მუშა ჩამოვარდა, მშენებლობა შეაჩერა