„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ელექტორნული კენჭისყრის პრაქტიკის დანერგვას იწყებს, რომლის მეშვეობითაც პარტიის მხარდაჭერები მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის დაფიქსირებას „სმარტფონებისა და ტაბების მეშვეობით" შეძლებენ.
ამის შესახებ პარტიის ყრილობაზე კობა ნაყოფიამ განაცხადა.
„სხვადასხვა კუთხიდან ასიათასობით ჩვენი მხარდაჭერი შეძლებს, დააყენოს ინიციატივა პარტიაში. ელექტრონული კენჭისყრით უნდა შეირჩეს პარტიის ხელმძღვანელობა და მენეჯმენტი, კანდიდატებიმ როგორც პარლამენტში, ასვე ადგილობრივ არჩევნებზე. უფრო მეტიც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობის წევრობის კანდიდატებიც ამ პრინციპით უდნა შეირჩეს. ქვეყანში განსახოციელებელი რეფორმებიც უდნა მოდიოდეს კონმრკეტული ადამიანებისგან და გავიზიაროთ და გავითვალისწინოთ მათი მოსაზრება" - თქვა ნაყოფიამ.
მისივე თქმით, ელექტორნული დემორკატიის დანერგვის მიზნით შეიქმნება ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში წარმოუდგენს საზოგადოებას სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას.
„ვეცდებით, რომ ეს ძალიან სწრაფად გავაკეთოთ. დღევანდელი დღე პირველი ნაბიჯია ამ მიამრთლებით. დღე იხილეთ, როგორი მარტივი ყოფილა ხმის მიცემა და ამ პრინციპით ავირჩიეთ პარტიის თავმჯდომარე" - თქვა ნაყოფიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს
18 მარტს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო ბირთვმა აპლიკაცია უნდა შექმნას, რომლის საშუალებითაც, პარტიის აქტივისტები Iphone-ების საშუალებით მისცემენ ხმას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.