სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ. ისინი მეორე დღეა, მთავრობის კანცელარიასთან არიან შეკრებილები. თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე გაფიცვის პარალელურად სოციალური მუშაკები აქციას ბათუმში, ქუთაისსა და თელავშიც მართავენ.
სოციალური მუშაკები მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც 20 მარტს მედიაციის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესა და სოციალურ მუშაკებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
LIVE► მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების აქცია მიმდინარეობს
სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული სოციალური მუშაკები მათი მოთხოვნების შესრულებამდე უარს აცხადებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებაზე. მათგან 6 მოთხოვნა ყველაზე მნიშვნელოვანია და მათ შესრულებამდე გაფიცვა გაგრძელდება, დანარჩენ მოთხოვნებზე კი სამომავლოდ კონკრეტულ ვადებში შესრულების პირობას ითხოვენ.
რა მოთხოვნები აქვთ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იფიცებიან
სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მიუხედავად სოცმუშაკების გაფიცვისა, სააგენტოს სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
„ბოლო მონაცემებით, გუშინ და დღეს სააგენტოში სულ შემოვიდა 140 შეტყობინება, მათგან 51 იყო გადაუდებელი შემთხვევა, რაზეც რეაგირება მყისიერად მოხდა. შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ბენეფიციარებს სერვისი უწყვეტად მიეწოდებათ.
სწორედ ამ თემაზე გაიმართა საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე სტატისტიკა და სამოქმედო გეგმა," - ამბობენ სააგენტოში.