„ცვლილებების დროა!“, „დაუცველი დამცველები“, „ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია!“ - საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების აქცია მიმდინარეობს.
სოციალური მუშაკები დღეს დილის 08:30 საათიდან გაიფიცნენ, მას შემდეგ, რაც 20 მარტს მედიაციის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესა და სოციალურ მუშაკებს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე გაფიცვის პარალელურად, სოციალური მუშაკები აქციას ბათუმში, ქუთაისსა და თელავშიც მართავენ.
სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული სოციალური მუშაკები მათი მოთხოვნების შესრულებამდე უარს აცხადებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებაზე.
როგორც „ლიბერალს“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა სოფო ხვთისიაშვილმა უთხრა, მათ 20-ზე მეტი მოთხოვნა აქვთ, რომელთა შესრულებას ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვენ.
მათგან 6 მოთხოვნა ყველაზე მნიშვნელოვანია და მათ შესრულებამდე გაფიცვა გაგრძელდება. დანარჩენ მოთხოვნებზე კი სამომავლოდ კონკრეტულ ვადებში შესრულების პირობას ითხოვენ.
ღია საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა მოთხოვნებს
გაფიცვა მათი უფლებაა, თუმცა ამით სოც. სამუშაოს შესრულებას საფრთხე არ შეექმნება - სამინისტრო
„ეს არის თავდასხმა სოციალურ მუშაობაზე, როგორც პროფესიაზე“ - სოცმუშაკების პასუხი სამინისტროს