უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, ეკა ბესელიას შეფასებით, ვენეციირს კომისია პირდაპირ და მკვეთრად აკრიტიკებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონონპროექტს.
„ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო მკვეთრი კრიტიკა იმ პროექტისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვაკრიტიკებთ სამართლიანად, წარმოუდგენელია. როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ ისეთი დაბალი ნდობა აქვს საზოგადოებაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ რეკომენდაცია გასცა ამ პარლამენტმა, ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიოს და ახალმა პარლამენტმა აიღოს ეს მანდატი, ეს ნიშნავს, რომ არა მარტო საბჭოს, არამედ არც პარლამენტს აქვს ნდობა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვენეციის კომისიამ „ქართული ოცნების“ მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მომზადებული კანონპროექტის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.