საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ სიტუაციაში ერთადერთი გზა შეთანხმებაა.
„ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში,ყველაფერი ვიღონო რათა დაცული იქნას როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა, "- წერს პრეზიდენტი.
LIVE► პანკისის ხეობაში ჰესების წინააღმდეგ აქცია იმართება, მობილიზებულია სპეცრაზმი
პანკისის ხეობაში რამდენიმე ასეული ადამიანი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ხეობაში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გრძელდება, დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.
პანკისის ხეობაში მდგომარეობა დაძაბულია, ადგილობრივები სამედიცინო დახმარებას ითხოვენ
ახლა სიმშვიდეა, მაგრამ მოსახლეობა დაშლას არ აპირებს - სულხან ბორძიკაშვილი