Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გეგელია: კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობაზე მუშაობის ნებართვა გაცემული არ არის

04 მაისი, 2019 17:59

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია კინოთეატრ „რუსთაველის“ ადმინისტრაციას დღეს შეხვდა.

გეგელია აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ნებართვა გაცემული არ არის. კინოთეატრის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ფასადიდან ფილები სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში, კვლევის მიზნით მოხსნეს.

„საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნათლად განმარტავს, რომ:

მუხლი 24. ძეგლზე თვითნებური სამუშაოების ჩატარების აკრძალვა. აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე“, - აცხადებს გეგელია. 

მაჟორიტარობის კანდიდატი მოითხოვს, რომ არ შეიცვალოს ძეგლის ისტორიული იერსახე, შენარჩუნდეს შენობის ფუნქციური დატვირთვა, რისთვისაც იგი აშენდა და მუდმივად ჰქონდა; „რუსთაველი“ გახდეს მუნიციპალური კინოთეატრი, სადაც არაკომერციულ ფილმებს აჩვენებენ, ფესტივალები მოეწყობა, გამოფენები და პრეზენტაციები გაიმართება, „როგორც ყველა ცივილიზირებულ დედაქალაქებშია. ეს იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი კულტურის სახლი“.

მისივე თქმით, კულტურული ძეგლების გასხვისებისას, სახელმწიფომ კერძო მფლობელი უნდა დატვირთოს ვალდებულებებით, მათ შორის, შენობათა კულტურული და ისტორიული იერსახის და ფუნქციების შენარჩუნება.

„პიარის სამსახურის თქმით, ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული განვითარების კონკრეტული კონცეფცია. თითქოს ჩვენი შეშფოთება უსაფუძვლო იყოს. სინამდვილეში, არაერთი „კონცეფცია“ უკვე იყო, მაგრამ ისინი დაიბლოკა. მათ შორის იყო შენობისთვის რამდენიმე სართულის დამატება. 2018 წლის 12 დეკემბერს არქიტექტურის სამსახურში შევიდა განაცხადი ესკიზის შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობდა „შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“. ეს იყო სრულიად ბუნდოვანი ფორმულირება!

ვესაუბრეთ არქიტექტორსა და რესტავრატორსაც. მათ მიმართ უნდობლობის საფუძველი არ გამაჩნია. დაგვპირდნენ, რომ არ აპირებენ ისტორიული ფასადის შეცვლას და დაგვიდასტურეს, რომ მათთვისაც მნიშვნელოვანია ძეგლის შენარჩუნება. მაგრამ, პრევენციული სიფხიზლე უაღრესად მნიშვნელოვანია. არ გახსოვთ რამდენჯერ მოგვატყუეს? ისტორიის ინსტიტუტი მელიქიშვილზე? „იმელის“ შენობა? თოიძის ინსტიტუტი?“, - წერს გრიგოლ გეგელია Facebook-გვერდზე. 

„რუსთაველის“ ფასადის დემონტაჟის შესახებ ინფორმაციას კინოთეატრი არ ადასტურებს 

სასტუმრო, რესტორნები და კინო - რა იგეგმება კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობაში

კინოთეატრ „რუსთაველის“ ახალი კონცეფცია - რას დაკარგავს ქალაქი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^