საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს, 15:00 საათზე გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ სუს-ში დაუდასტურეს.
დღეს მალხაზ მაჩალიკაშილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ნებისმიერ დროს მივა.
„მე ვიყავი 5-ჯერ დაბარებული. ბოლოს ათი საათი დამკითხეს და მაშინ ვთქვი, თუ ძალით არ მომიყვანთ, მე აქ მომსვლელი არ ვარ, რადგან, ვინც იქ ზის, ყველას თემირლანის სისხლში აქვს ხელები გასვრილი. ჩემს ადგილას ნებისმიერმა ქართველმა ერთი წუთით წარმოიდგინოს თავი. იმიტომ არ მივდივარ იქ, მაგრამ, რომ მცოდნოდა, რომ ამ საქმეს ეხებოდა საქმე, წავალ, ახლაც მივალ", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ბევრჯერ მომდის ეს აზრი, მაგრამ ამას ვკლავ ჩემში - მალხაზ მაჩალიკაშვილი
სუს - მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა
„სალოცავად მივდივარ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა