
„ჩვენ ვიცავთ ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და მოქალაქის უსაფრთხოებას შორის. ამ თემის წარმომადგენლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.
„სტრასბურგში ჩივილი არის საქართველოს მოქალაქის უფლება და, რა თქმა უნდა, როგორც ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, ისე დავიცავთ ამ უფლებას. თუმცა არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ შსს-ს ძირითადი ამოცანაა, იპოვოს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებას და უსაფრთხოებას შორის. ეს პირველ რიგში გამომდინარეობს ჩვენი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვიდან.
ეს არის ის ამოცანა, რომელსაც ვწყვეტთ. მე ამის იქით არ წავალ. ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვიცავთ ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და მოქალაქის უსაფრთხოებას შორის. ამ თემის წარმომადგენლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან“, - აღნიშნა გახარიამ.