არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გარემოს დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენჯერ შეამოწმა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2017 წლის მაისში სპეციალური გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნიდან ორი წლის განმავლობაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საწარმო 2017 წლის მაისიდან დღემდე არ შემოწმებულა.
ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დაანგარიშებული გარემოსათვის მიყენებული ზიანი, გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით მინიმუმ 416 110 418 ლარს შეადგენს.
2017 წლის მაისში, გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზს“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი გარემოსთვის კატასტროფული ზიანის გამოსწორების მიზნით დაუნიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანს რეგიონში მდგომარეობის ეტაპობრივად გამოსწორება დაევალა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა მინიმუმ 416 მილიონი ლარია - ანგარიში
„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მივდივართ“ - რეპორტაჟი ჭიათურიდან
ჭიათურა და "ჯორჯიან მანგანეზი" სახელმწიფო მმართველის პირობებში