საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად დევდარიანის სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია და განსახილველად არ მიიღო.
ზვიად დევდარიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
ომბუდსმენის დასკვნით, ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დადასტურდა - PHR
არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილ ხელმძღვანელს ზვიად დევდარიანს ქალების სექსუალური შევიწროვება სახალხო დამცველის მოგვლევის შემდეგ დაუდასტურდა. ის სექსუალურ შევიწროებაში ათამდე ქალმა დაადანაშაულა. სახალხო დამცველის დასკვნის გასაჩივრებას ითხოვდა ზვიად დევდარიანი და სწორედ ამ სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს - გაუქმებულიყო ის ჩანაწერი, რომლის მიხედითაც ომბუდსმენის რეკომენდაცია და დასკვნა საბოლოო და მისი გასაჩივრება არ შეიძლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად დევდარიანის სარჩელი წარმოებაშ არ მიიღო. შესაბამისი განჩინება სასამართლომ 2019 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა.
"სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, შესაბამისად, №1378 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლომ თქვა, რომ სამოქალაქო დავის არსებობის შემთხვევაში სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციით დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნეულ პიროვნებას აღნიშნული დოკუმენტი შეუძლია გამოიყენოს ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით რეკომენდაცია იურიდიული ძალის მქონეა. შესაბამისად სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაციის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში გასაჩივრება და მისი მატერიალური თუ ფორმალური კანონიერების სასამართლოს გზით შემოწმება წარმოადგენს ერთადერთ შესაძლო ვარიანტს მოსარჩელეს არ დაერღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
ზვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ
ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.
16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.
17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში.
„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება.
ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს.
„ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ზვიად დევდარიანი არ პასუხობდა.
იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
ზვიად დევდარიანის პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ.
ზვიად დევდარიანი მედიას ღიად არ ესაუბრებოდა.
18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.
ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მოუწოდა სავარაუდო მსხვერპლებს, მიმართონ შსს-ს.
3 აპრილს დევდარიანმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბრალდებები უარყო და თქვა, რომ პატივისა და ღირსები შელახვისთვის სასამართლოში იბრძოლებს.