ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილემ პირდაპირი ჩართვისას ტელეფონი წაართვა და პოლიციელების კორდონთან დააგდო.
მიუხედავად ჟურნალისტის მხრიდან პოლიციისადმი მოწოდებისა, რომ მას ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში და დაეკავებინათ აქციის მონაწილე, პოლიციელებს აქციის მონაწილე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
„ლიბერალი“ მომხდართან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა, მათ კომენტარს მიღებისთანავე გაცნობებთ.
დღეს, 19:00 საათზე, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავდნენ.. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.
აქციის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა გურამ ფალავანდიშვილი, რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მხარდამჭერები. ფალავანდიშვილის განცხადებით, ის პრაიდის აქტივისტების აქციის ჩაშლას გეგმავს. მათ აქციას შეუერთდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც.