პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა, – ამის შესახებ ნიუ-ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ „პირველ არხს“ განუცხადა.
„ამ ეტაპისთვის ახლა შემოსულია 24 პაციენტი ღამის საათებში. აქედან უკვე ოთხს ჩაუტარდა ოპერაცია, ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები”, - განაცხადა გიორგი კორძახიამ.
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის ნინო ქოჩორაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მათ კლინიკაში დაშავებული 46 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 35 უკვე გაეწერა. მისივე თქმით, დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
ინგოროყვას კლინიკაში 48 ადამიანია გადაყვანილი
სპეცრაზზმა მოქალაქეებს გადაუარა - ვიდეო
ერთი საათის წინანდელი ინფორმაციით, დაშავებულია 55 ადამიანი
LIVE ► სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო