„თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულიამ ქუთაისის მერიის წინ მორიგი პერფორმანსი მოაწყო და წყალი დანაყა.
როგორც წულაია განმარტავს ამ პერფორმანსით ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურისთვის ავტომობილის ჩუქება გააპროტესტა: „ესაუბრო ამ ხელისუფლებას იგივეა, რაც ნაყო წყალი...ადგა ჩვენი ქალაქის მერი და ჯიპი „ტოიოტა პრადო“ 2008-წლიანი, ათხოვა ჭიათურას. აქ ჩანს მათი მიდგომები, რომ რატომღაც თვლიან, რომ ეს ბებიამისის დატოვებული ქონებები. ამ ბიუჯეტით, ჩვენი თანხებით ნაყიდი ქონება და მას უნდა გააჩუქებენ, უნდა არ გააჩუქებენ. ამას თავისად თვლიდა წინა ხელისუფლება და თავისად თვლის ეს ხელისუფლება. აი ეს არის ტრაგედია, ეს არის ის მიდგომა, რამაც ეს ქალაქი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც არის ის ახლა. ნომერ პირველია ემიგრაციით ქალაქი ქუთაისი", - ამბობს გოგი წულაია.