საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობის საქმეს Twitter-ზე ეხმაურება.
„#MeToo საქართველოშიც. თბილისის საკრებულოს წევრის მიერ თანაშემწის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. არ უნდა მოვითმინოთ!”, - წერს ზურაბიშვილი.
დააკავებენ თუ არა სექსუალური ძალადობის ბრალდებით „ოცნების" დეპუტატს
დეპუტატის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ ძალადობის მსხვერპლი პროკურატურასთან აქციას გამართავს
თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თოდაძემ ამის შესახებ, 4 ოქტომბერს, „მთავარ არხთან“ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისში მოხდა: „ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო ჩემთან დაემყარებინა აქტი და ჩამეხუტა, კისერში დამიწყო კოცნა, მოწი ტუჩებიო და ფეხებს შუა რომ გიცურებს ხელებს... უცებ დავინახე გვერდით ჩემი ტელეფონი, ვიღებ მეთქი ბატონო ილია... დამაგდო ძირს, ტელეფონი დამიფშვნა. როგორი გამოვიქეცი სახლში, არ მახსოვს, ისეთ ისტერიკაში ვიყავი, საკუთარი ხელით გამოვიძახე სასწრაფო, ფსიქოლოგიც კი დამინიშნეს. მე მე არ ვარ... არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო, ძალიან ცუდად ვარ".
#MeToo in #Georgiatoo: a member of #Tbilissicitycouncil subject to investigation for presumed #sexualharassment towards his assistant. Not to be tolerated!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 7, 2019