თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებების მიზანი სავარაუდო დანაშაულისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვაა. მერმა ამ განცხადებით ჟურნალისტების მიერ აუდიტის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელშიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებლების თქმით, „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით „ფულის გათეთრების“ ნიშნები იკვეთება.
კალაძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებები, რომ პროკურატურამ „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს, არასერიოზულია.
„მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის განცხადებები არასერიოზულია, დღემდე ველოდებით აუდიტის მიერ ჩატარებულ კვლევას და დოკუმენტაციის წარმოდგენას. ერთადერთი რაც გაკეთდა, ეს იყო დაედგინათ ფასის შესაბამისობა, იმ აქტივების, რასაც ისინი იხდიდნენ. ველოდები ამ დოკუმენტის წარმოდგენას. რაც შეეხება დაკითხვაზე დაბარებას და თანამშრომლობას გამოძიებასთან, თუ ამის აუცილებლობა იქნება, ვითანამშრომლებ", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე განცხადებით, სანამ „პროგრეს ბანკის“ ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათ უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც „პროგრეს ბანკში“ „კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა“ დააფიქსირა. მეტიც, ხაზარაძის თქმით, „გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები“.
ეროვნულ ბანკს „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს ვიდრე ამბობს - ჯაფარიძე