საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ ანიტა რაჭველიშვილის მიმართ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.
„ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის მიერ „ფეისბუქ" სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ, მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.
მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ბართლომე ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერა ივანიშვილის კრიტიკას.