Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა უნდა ქნას მასწავლებელმა, თუკი შიდა შეფასების შედეგებს არ ეთანხმება

09 მარტი, 2017 13:07

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დოკუმენტი, რომელიც მასწავლებლის სახლმა შეიმუშავა, დეტალურად აღწერს იმ კრიტერიუმებს, რომელთა მეშვეობითაც სქემის აქტივობები უნდა შეფასდეს. უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული კრიტერიუმებით ფასდება,  თუ რა დონეს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის საქმიანობა, რომ მან ამ აქტივობისთვის კრედიტქულა მიიღოს. დოკუმენტში სულ 29 აქტივობაა გაწერილი. თითოეულის შემთხვევაში, შეფასების ჯგუფი განიხილავს მასწავლებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას მისთვის კრედიტქულის მინიჭების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი არ ეთანხმაება შეფასების ჯგუფის გადაწყვეტილებას კრედიტქულებთან დაკავშირებით, მას გასაჩივრების უფლება აქვს.

უფრო კონკრეტულად კი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში გაწერილია, რომ მასწავლებელს უფლება აქვს:

ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაასაჩივროს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგები და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადება;

ბ) სასამართლოში გაასაჩივროს მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილება.

როგორც მასწავლებლის სახლში განმარტავენ, აღნიშნული მექანიზმი მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის 2015 წელს დამტკიცებულ ვერსიაშიც იყო ჩადებული, მაგრამ იმის გამო, რომ შიდა შეფასების ჯგუფის მიერ შიდა შეფასება და საგაკვეთილო დაკვირვებები აქამდე არ ჩატარებულა, აღნიშნულ მექანიზმსაც არ უმუშავია. როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, როცა პროცესი დაიწყება, გამოჩნდება, რამდენად ექნებათ მასწავლებლებს პრეტენზია შეფასების მიმართ, მეორე მხრივ პროცესი ასევე გამოაჩენს მასწავლებლების დამოკიდებულებას ნდობის თვალსაზრისით, თავისი სკოლის შეფასების ჯგუფის მიმართ.

როგორ კომპლექტდება მასწავლებლის შეფასების ჯგუფი

სქემის თანახმად, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი შედგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასილიტატორის და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისაგან.

შეფასების ჯგუფი ყოველი წლის ბოლოს ისმენს და განიხილავს მასწავლებლის მიერ წარდგენილ პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას; მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე; აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს და ანიჭებს კრედიტქულებს, კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით; მასწავლებლისათვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძ­ველზე, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების ან შენარჩუნების შესახებ; მიმართავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს სტატუსის შენარჩუნე­ბისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს წინადადებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა - საბოლოო ვერსია

რა კრიტერიუმებით შეფასდება პედაგოგთა აქტივობები - დოკუმენტი

რა შემთხვევაში არ მიენიჭება მასწავლებელს კრედიტქულა დამატებითი/სავალდებულო აქტივობისას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^