Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს 4 ახალი მოადგილე ჰყავს

14 სექტემბერი, 2017 18:32

პროფკავშირების გაერთიანების ყრილობაზე თავმჯდომარის ოთხი მოადგილე აირჩიეს. ესენია: რაისა ლიპარტელიანი(პროფკავშირების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ეთერ მათურელი(პროფკავშირების თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე), თამაზ დოლაბერიძე(მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი) და ლავრენტი ალანია( ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე). 

დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. მას 139-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. მისმა კონკურენტმა ამირან ზენაიშვილმა კი 62 ხმა მიიღო.  2 ბიულეტენი გაბათილდა.

„საქართველოს პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა. მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, ამ ადამიანებმა გაუძლეს გაუსაძლისს და დააფასეს ის შრომა და ის ღვაწლი, რაც მე ჩემმა ოჯახმა და ჩემმა აღზრდამ მომცა. ის სიბინძურე, რაც ტელევიზიების მეშვეობით ხორციელდებოდა, ამ ხალხმა ჩემს მშობლებს უთხრა, რომ ნაგავი არ გაუზრდიათ და გაზარდეს კაცი, მადლობა ამ დელეგატებს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდგომ. 

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარედ მეოთხედ აირჩიეს

დათო ოქიტაშვილი: გარწმუნებთ, პეტრიაშვილი თავისით გადადგება ან დაიჭერენ

დათო ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^