Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ებმა შეცვალეს განცხადება, რომლითაც გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადებას მიესალმებოდნენ

20 მარტი, 2018 11:14

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ განცხადება გაავრცელეს.

თუმცა, მოგვიანებით, განცხადების ბოლო აბზაცი, სადაც საუბარია, რომ ორგანიზაციები მიესალმებიან ტელეკომპანიის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებას, ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე​, განცხადებიდან ამოიღეს. 

„ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან „ქართული  მარშის” წარმომადგენლების მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს.

სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი და უზრუნველყონ ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

იმავდროულად, მისასალმებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება  ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე, "- ნათქვამი იყო განცხადების თავდაპირველ ვერსიაში. 

განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ხელმოწერა უკან წაიღო „სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED). ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ დაწერა, რომ არ ეთანხმება განცხადების ტექსტს. 

„მოკლე განმარტება მინდა გავაკეთო „რუსთავი 2-ზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებაზე. განცხადების მთავარი მიზანი იყო სასწრაფო რეჟიმში დაგვეგმო ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი. სიჩქარეში, ბოლო წინადადების ტექსტი გავიდა ისეთი ფორმულირებით, რასაც მე და ორგანიზაცია, რომელსაც წარმოვადგენ, არ ვიზიარებთ. „სამართლიან არჩევნებს“ მომზადებული აქვს პოლიტიკის დოკუმენტი ამ საკითხზე, რომელიც მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება და რომელშიც მკაფიოდ არის წარმოდგენილი ჩვენი პოზიცია.

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ვთხოვე კოლეგებს „სამართლიანი არჩევნები" მოხსნან ამ განცხადების ხელმომწერებისგან. ბუნებრივია, კვლავაც, მკაცრად ვგმობთ რუსთავი 2-ზე და მის ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმას,“ - დაწერა მიხეილ ბენიძემ. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საზოგადოება და ბანკები

არასამთავრობო ორგანიზაციები “რუსთავი 2”-ზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანებიან

„ქართული მარშის“ წევრებმა „რუსთავი 2-ის" შენობასთან გიორგი გაბუნიას მანქანას გზა გადაუკეტეს​

„რუსთავი 2“: „ქართული მარშის“ აქციაზე ჩვენს ჟურნალისტს თავს დაესხნენ​

ნიკა გვარამია: ბოდიში ყველა მორწმუნეს, გიორგი გაბუნიას ეთქვა საყვედური​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

უდუმაშვილი: ინაუგურაციის დღეს აქციები თე ...

მთავარი აქცია ხვალ თელავში გაიმართება, მსვლელობა დაიწყება თბილისიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის& ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

სექსუალური ორიენტაციის მიზეზით ამ ეტაპზე ...

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სავარაუდო მუქარის ფაქტზე საპარტულო პოლიციამ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ შსს-ში &bdquo ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

„თანასწორობის მოძრაობა": 3 ადამიანს თბილ ...

14 დეკემბერს ღამით სამ ადამიანს, ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. შემთხვევა რესტორან “ხინკლის სახლში” მოხდ ...
^