რამდენიმე დღის წინ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე ყოფილა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა ომბუდსმენსაც მიმართა. 2017 წლის 3 მაისს მიღებული დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".
„ლიბერალი“ გაეცნო ომბუდსმენის დასკვნას, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი საქმის გარემოებები და მოყვანილია უგრეხელიძესა და მის ყოფილ თანამშრომელ ქალს შორის მიმოწერები:
ფამილიარული ტერმინოლოგია
პაპუნა უგრეხელიძის მიერ სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლისთვის გაგზავნილი SMS შეტყობინებები:
პაპუნა უგრეხელიძე - ციყვო <3 შევსებული ცხრილი იყო რაც მომეცი?
ნინო (სახელი შეცვლილია) - კი ეგ არის
პაპუნა უგრეხელიძე - გული გამომიგზავნე
პაპუნა უგრეხელიძე <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3
მუქარის შემცველი სმს ტექსტები:
პაპუნა უგრეხელიძე - გავიგე და მოგხედავ მე შენ
ნუ ხტიხარ და აკეთე ის რასაც გეუბნები, არ დაგნძრევია ამდენი ხანი და არც აწი დაგენძრევა, უნდა მიხვდე ჩემს დამოკიდებულებას. ამხელა გოგო ხარ და ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს!
ხელითაც შეგეხები და მართლა ნაცემი რო იქნები მერე მიხვდები! მაიმუნო შენა!
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესაუბრა კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელმაც თქვა, რომ პაპუნა უგრეხელიძის დამამცირებელი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ნინოსთან (სახელი შეცვლილია) მიმართებით. მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც უგრეხელიძე შეურაცხყოფას აყენებდა, ნინო ცდილობდა ხუმრობაში გადაეტანა, თუმცა არაერთხელ უნახავს, რომ იგი უგრეხელიძის დამოკიდებულებას განიცდიდა და ტიროდა კიდეც. - "უგრეხელიძე მას მუდმივად მიმართავდა დამამცირებლად, მაგალითად, ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „დებილო!“, „კუთხეში დადექი“ და ა.შ.
ვოლსკი: პაპუნა უგრეხელიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, პასუხი უნდა აგოს
სახალხო დამცველთან საუბრისას სმს-ით „გულების“ გაგზავნასთან დაკავშირებით უგრეხელიძემ განმარტა, რომ ეს მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. თანამშრომლებთან აქვს ძალიან ახლო ურთიერთობა, მათ შორის, ფეისბუქითა და ვაიბერით. მუქარის შემცველ შეტყობინებებთან დაკავშირებით კი დაადასტურა, რომ მისი გაგზავნილი იყო, თუმცა განაცხადა, რომ ეს მესიჯები კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი.
აღნიშნულ მასალაზე მუშაობისას „ლიბერალი" დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს, პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უგრეხელიძე აშშ-ში მივლინებაშია და კომენტარს დაბრუნების შემდეგ გააკეთებს. - „ამის შემდეგ ამ თემას ჩვენც გამოვეხმაურებით" - ამბობენ პრესსამსახურში.
კიდევ ერთი საქმე უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოშია
საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის გარკვეული მასალები -
ფაქტები / მტკიცებულებები, რომლებიც inter alia საფუძვლად დაედო სახალხო დამცველის მიერ აღნიშნული საქმის საბოლოო შეფასებას, არ არის გამოყენებული გადაწყვეტილებაში და, მოწმეთა ინტერესებიდან გამომდინარე, კონფიდენციალურად რჩება.