Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შახტში დაშავებულთა მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია - ექიმი

16 ივლისი, 2018 11:22

ტყიბულის საავადმყოფოს ექიმი ამბობს, რომ დღეს დილით, შახტში დაშავებულთა მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. 

დღეს დილით ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

როგორც ექიმმა „რუსთავი 2-ს“ განუცხადა, დაშავებულთაგან ორი კატასტროფის ბრიგადებმა თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის გადაყვანაზე მიმდინარეობს მსჯელობა, რაც შეეხება დანარჩენ ორს, ისინი ტყიბულის საავდმყოფოში განაგრძობენ მკურნალობას. 

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა - 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს  დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული 
დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ“,- ნათქვამია შსს-ს განცახდებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

შსს: შახტში სავარაუდოდ მეთანის აფეთქებისას კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა

ქალაქი, რომელიც გლოვით დაიღალა

ფოტო ► დაღუპული მეშახტეები 14 მაისს გაასვენეს

თალაკვაძე: მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების სტანდარტი არ იქნება მიღწეული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^