Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შალვა ხუციშვილი: დაზიანებულია მზიდი კედლები და შიგნით მუშაობა სარისკოა

15 ნოემბერი, 2018 13:23

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულია კორპუსის მზიდი კედლები და მაშველებისთვის მუშაობა სახიფათოა. ამიტომ ისინი დიდი სიფრთხილით მუშაობენ. ხუციშვილის განმარტებით, ადგილზე სამაშველო სამსახურის საუკეთესო ჯგუფებია მობილიზებული და ეძებენ ორ ადამიანს. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფება  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორიც, რომელიც ჟურნალისტებს მომხდარის დეტალებზე ესაუბრა. 

„ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სადაც ჩავარდნილია სამშენებლო  ფილა, სახლში უნდა იმყოფებოდეს დედა-შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან და ამ ინფორმაციას ვერ ვადასტურებთ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - ამის შესახებ  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ შემთხვევის ადგილზე განაცხადა.

ფონიჭალაში, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 ადამიანს ეძებენ

მისი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა მესამე სართულზე მოხდა. ამან აფეთქება გამოიწვია და მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩამოვარდა. კუპატაძის განმარტებით, მესამე სართულზე იმყოფებოდნენ დედა და შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე.

„ამ დროისთვის გრძელდება ძებნა, იმის დასადგენად, არიან თუ არა კიდევ  დაშავებულები.  სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე, რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ასევე,  გრძელდება ძებნის სამუშაოებიც. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მობილიზდება შესაბამისი ტექნიკა, რათა ჩავარდნილი ფილა მეორე სართულზე ასწიონ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო კორპუსში აფეთქება მოხდა. 

ფონიჭალაში კოპურსში აფეთქება მოხდა - სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დამწვარი 3 პირის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

ექიმი: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დამწვარი სამივე პირის მდგომარეობა მძიმეა

ექიმის თქმით, სამივე პირი ერთი ოჯახიდანაა - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. დამწვრობის ცენტრის დირექტორის განმარტებით, მათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. კერძოდ, 44 წლის მამაკაცს სხეულის 65%, მის შვილს 55%, ბავშვს კი 12% აქვს დამწვარი. ამასთან, გარდა დამწვრობისა, მათ დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანება აღენიშნებათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^