Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 2020 წელს, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია

03 დეკემბერი, 2018 12:56

ოპოზიციის მოთხოვნას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ  „შემდეგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია”.

როგორც კობახიძემ განაცხადა,  „ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის უფლებას ხელისუფლება არ მისცემს.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას" წაგების შემდეგ ექნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა. თუმცა გუშინ გამოჩნდა, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არ აქვთ. მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ პროცესებში დესტაბილიზაციის შექმნას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას...

ზოგადად, დესტაბილიზაციის საფრთხეს რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ აკეთებდნენ განცხადებებს სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი არჩევნებამდე. შესაბამისად, აქ არ იყო საუბარი ვარაუდებზე, ეს იყო მუქარა, რომელიც გვესმოდა სააკაშვილის, ვაშაძის, შკლიაროვის მხრიდან. ამას განხორციელების პერსპექტივა არ აქვს. ვართ პასუხისმგებლები სიტუაციის მართვაზე და ხელისუფლებას აქვს ყველა რესურსი, მართოს სათანადოდ პროცესები",- განაცხადა კობახიძემ.

2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია გამართა. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაა. ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ,- „დავსხდეთ და ერთად გამოვნახოთ გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად“. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე აძლევენ დროს. 

შექმენით სამუშაო ჯგუფი, ვადას 16 დეკემბრამდე გაძლევთ - ვაშაძე ხელისუფლებას

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ვერ გახდება - ნიკა მელია

სააკაშვილი: იმ წამსვე გავჩნდები თქვენთან, როგორც კი დაგჭირდებით და დამიძახებთ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^