Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

20 დეკემბერი, 2018 12:23

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს გურჯაანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მიიღო. 

დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა 17 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

დავით კირკიტაძე დააკავეს

კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მისი ადვოკატის განმარტებით, ბრალდების კვალიფიკაცია  სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილია.

„ბრალდების შინაარსში წერია შემდეგი, რომ ინაუგურაციის დღეს უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრების გამო პოლიციის მიერ გადაკეტილი იქნა კონკრეტული მაგისტრალი. მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ ერთ-ერთ პოლიციელს და ხელისა და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას“,- განმარტავს ადვოკატი.

დავით კირკიტაძეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ის დაცვის მხარეს დღეს გადაეცა. ადვოკატის განმარტებით, ისინი, ძირითადად, პოლიციელების ჩვენებები და ის სიუჟეტია, რაც 2 დღეა, მასმედიით ვრცელდება. 

ადვოკატი განმარტავს, რომ კირკიტაძე მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და შიმშილობას აგრძელებს, თუმცა ამჯერად მშრალ შიმშილობას.

„ქონების დაზიანებაზე ბრალში არანაირი მსჯელობა არ არის და როგორც ზეპირად განმარტა გამომძიებელმა, გამოძიება მას ამის გამო ედავება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

გუშინ და დღეს გურჯაანის სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ისინი კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ. მას თავდებში 30-მდე დეპუტატი უდგება.

ადვოკატი: კირკიტაძეს თავდებში 30-მდე დეპუტატი უდგება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

გიორგი რურუა თავს უდანაშაულოდ ცნობს

თბილისის საქალაქო სასამართლო „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

ჟურნალისტური ქარტია აჭარის ტელევიზიის და ...

აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია კვლავ გაააქტიურა სააპელაციო სასამართლოს მიერ 18 ნოემბერს მიღ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

სასამართლო დემონსტრანტთა ადმინისტრაციული ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში18 ივნისის მოვლენებისას დაკავებული დემონსტრანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხ ...
^