საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმართება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, 6 თებერვალს საზოგადოებას განსახილველად გეგმა შესთავაზა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმაციო გადაცემისა. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმებთან დაკავშირებით, შემოთავაზებული გეგმა არის რადიკალური და გამოიწვევს მაუწყებელის სულ მცირე ერთი წლით პარალიზებას.
საინფორმაციოს გარდა ყველა გადაცემის შეჩერება - მაღლაფერიძის ვერსია კრიზისიდან გამოსასვლელად
საზოგადოებრივი მაუწყებელი რეფორმის სამოქმედო გეგმას აქვეყნებს