საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, გრიფირების ახალ წესსა და თანმხლებ დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. ამჟამად, პროექტებში შეტანილია 200-ზე მეტი ცვლილება და კორექტირებული დოკუმენტები საჯარო განხილვისთვის, ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება.
მათივე ცნობით, საბოლოო ვარიანტის მიღებამდე აღნიშნული დოკუმენტების გაცნობა და მოსაზრებების წარდგენა (არაუგვიანეს ა.წ. 30 აპრილის 15:00 სთ-ისა), ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.