“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ოპოზიციონერი აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცების და ბაქოში დაპატიმრების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ოთარ კახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულმა ფაქტმა აჩვენა, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადავიქეცით რაღაც კანტორად, ეს აღარ არის სახელმწიფო“.
„საქართველოს სახელმწიფოს აქვს თავისი რეპუტაცია, აქვს თავისი ინსტიტუტები, თუ ვინმეს გადაცემაზე არის საუბარი არსებობს კონკრეტული კანონით გაწერილი პროცედურა, საექსტრადიციო პროცედურები, სასამართლო ინსტანციები. ტომრის თავზე გადაფარება, მეორედ მოხდა უკვე,- როცა, ვანო მერებიშვილი საკნიდან გამოიყვანეს, ტომარა გადააფარეს თავზე და წაიყვანეს ზეწოლის განსახორციელებლად, მეორეთ, როცა ქართული სპეცსამსახურები გარეულნი არიან რაღაც მაფიოზურ გატაცებაში, ეს არის კატასტროფა, ეს არის ფაქტი, რომელსაც თუ არ მოჰყვა რეაგირება ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არავინაა დაცული, უსაფრთხოების სამსახური კი „გაუგებარ დაკვეთებს ასრულებს.“
აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.
ადვოკატების თქმით, ჟურნალისტი ნაცემია და მას სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი.
შსს გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.
აფგან მუხთარლის აზრით, ის საკუთარ სახლთან ქართულმა სპეცსამსახურმა დააკავა
შსს: მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია მიმდინარეობს
სუს-ის ხელმძღვანელი: აზერბაიჯანული მხარის თქმით, ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს
სახალხო დამცველი: უნდა დადგეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი