შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რკინიგზის შენობასთან გამართულ აქციაზე 10 პირია დაკავებული. როგორც „ლიბერალს“ უწყებაში განუმარტეს, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიცილიეს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში შეჰყავთ, სადაც სამედიცინო ჯგუფი იმყოფება და მათ შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ.
საქართველოს რკინიგზის შენობასთან მოშიმშილე რკინიგზელების სოლდარობის აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ამის შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. როდესაც ისინი პოლიციის მანქანებში გადაჰყავდათ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ისევ მოხდა, რის შემდეგ აქციის სხვა წევრებიც დააკავეს.
15 აგვისტოს საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. მათი თქმით, სამუშაო ადგილი და პირობები ადმინისტრაციამ შეთანხმების გარეშე შეუცვალათ.
ამჟამად შიმშილობს 8 ადამიანი, მათ შორის არიან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები. მათი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში; რკინიგზა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ; შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები.
„აუდიტორია 115": რკინიგზის შენობასთან აქციაზე ცოტნე ცხვედიანი და ირაკლი კუპრაძე დააკავეს
რკინიგზის შენობასთან შეხლა-შემოხლის შემდეგ, საავადმყოფოში აქციის 2 მონაწილე გადაიყვანეს
საქართველოს რკინიგზის შენობასთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა