გუშინ რკინიგზის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების ადვოკატის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, მათ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.
როგორც მან „ლიბერალს“ განუცხადა, გუშინ ათი დაკავებულიდან ხუთი მოინახულა და ყველა მათგანს მეტ-ნაკლებად აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებეი. მაგრამ კუპრაძის და სურგულაძის შემთხვევაში ტრავმები უფრო თვალშისაცემი იყო.
ადვოკატის განმარტებით, როგორც მას დაკავებულებმა განუცხადეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში შეყვანისას ისინი გამოკითხეს, სად და როგორ მიიღეს ეს დაზიანებები. ნონა ქურდოვანიძის თქმით, ეს ინფორმაცია იზოლატორის თანამშრომელს უნდა ჩაენიშნა.
რაც შეეხება მათ სასამართლო პროცესს, ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციამ საქმის მასალები სასამართლლში დღეს დილით წარადგინა.
„ვესაურეთ საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა ჯერ არ ვიცით, როდის ჩაინიშნება პროცესი. საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივართ. სასამართლო პროცესზე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ გადმოგვეცეს და გავეცნოთ. ამის შემდეგ კი უფრო მეტის თქმა შეგვეძლება ამ საქმესთან დაკავშირებით“,- განუცხადა „ლიბერალს“ ნონა ქურდოვანიძემ.
შსს: რკინიგზის შენობასთან გამართულ აქციაზე 10 პირია დაკავებული
საქართველოს რკინიგზის შენობასთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა