Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერძენიშვილი: ჩვენ ვართ ლიბერალური პარტია, ჩვენ ვიცავთ უმცირესობებს, ყველა უმცირესობას

06 სექტემბერი, 2017 14:54

„ჩვენ ვართ ლიბერალური პარტია, ჩვენ ვიცავთ უმცირესობებს, ყველა უმცირესობას“ - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ბერძენიშვილმა პარტიის პროპორციული სიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე - რით იქნება „რესპუბლიკელების“ ხედვა განსხვავებული იმ პარტიების ხედვისგან, რომელთაც საარჩევნო კამპანიისთვის დიდ შემოწირულობებს იღებს? ბერძენიშვილი პასუხობს: „ცოტა უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ის 4 მლნ რაც აქვს „ქართულ ოცნებას. ჩვენ გვაქვს ღირებულებისადმი ერთულგება. ჩვენ ვართ ლიბერალური პარტია, ჩვენ ვიცავთ უმცირესობებს, ყველა უმცირესობას. საზოგადოება შედგება ინდივიდებისგან ანუ უმცირესობებისგან. უმრავლესობა არასდროს არ არის მართალი, უმცირესობა ყოველთვის მართალია. ჩვენ მათ ინტერესებს ვიცავთ, ვინც ჯამურად ქმნის საზოგადოებას. ამიტომ, ჩვენ არ გვაშინებს მილიონები. მილიონების დარდი რომ გვქონოდა, პოლიტიკა საერთოდ არ იქნებოდა საქართველოში, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს მოქალაქე, რომელსაც ქვეყანაზე მეტი ფული აქვს“ - თქვა ბერძენიშვილმა.

პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი ამბობს, რომ „რესპუბლიკელები“ უარს ამბობენ პოპულისტურ კამპანიაზე და გეგმავენ, აქცენტი ფუნდამენტურ საკითხებზე გააკეთონ.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე - რატომ იქნება უმცირესობების უფლებები მათთვის პრიორიტეტი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ამ საკითხების წამოწევა პოლიტიკურად წამგებიანია, სამნიძე პასუხობს, რომ „ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას ვერ ავაშენებთ“.

„შეგვიძლია ვილაპარაკოთ პენსიებზე, რაც მნიშვნელოვანია, ქაოსურ მშენებლობებზე, რაც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასევე, ადმინისტრაციულ ხარჯებზე, რაც არც ერთმა ხელისუფლებამ არ შეამცირა და ამით ყვლეფენ ბიუჯეტს. მაგრამ მივიჩნევთ, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე საუბრის გარეშე, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ჩვენ ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას ევროპული სტანდაერტებით. ამიტომ, ჩვენ ვლაპარაკობთ ყველა იმ თემაზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც ფუნდამენტურად მნიშნელოვანია.

არ ვფიქრობთ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ მიზანი უნდა იყოს, ვილაპარაკოთ მხოლოდ იმაზე, რაც პოპულარულია. პრინციპულად უარს ვამბობთ პოპულისტურ კამპანიაზე, პოპულისტურ იდეებზე. ჩვენ ვეხმიანებით ყველა იმ ადამიანს, ვინც ხედავს ფუნდამენტურ რეალურ პრობლემებს ამ ქვეყანაში და თუ ვერავინ ბედავს ამაზე საუბარს, „რესპუბლიკური პარტია“ ღიად, მკაფიოდ ისაუბრებს ყველა პრობლემაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები დაინახავენ, ასეთი კამპანია, პარტიის ასეთი პოზიციები გაცილებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ცვლილებები“ - თქვა სამნიძემ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის ხუთეული დაასახელა

ხათუნა სამნიძე: ძლიერი თვითმმართველობის შექმნას საპატრიარქო და ხელისუფლება ერთნაირად ებრძვის

ვიდეო►ახალი პოლიტიკოსი „რესპუბლიკურ პარტიაში", რომელიც ათონის მთაზე ბერად იყო აღკვეცილი

„რესპუბლიკურ პარტიას" თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^