დღეიდან განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას შეუდგა. მისი განმარტებით, ძალიან მალე საზოგადოებას წარუდგენს კონკრეტულ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მიხედვითაც წარმართავს საქმიანობას.
„გამოწვევები ძალიან ბევრია. მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლებას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს და განათლების ხარისხის განვითარება იქნება მთავარი საკითხი. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ძალიან კარგი თაობა მოდის და უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
დღეს განათლების და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ახლად დანიშნულ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს თანამდებობა გადააბარა.
ალექსანდრე ჯეჯელავა სწავლის გაგრძელებას აშშ-ში აპირებს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი დაინიშნება